საზოგადოება

უცნობმა პირებმა მახათას მთაზე ეკლესია გაქურდეს

24.02.17 15:50


თბილისში, გუშინ ღამით, მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაქურდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რა არის წაღებული ტაძრიდან. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება „ქურდობის“ მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს. მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. მშენებლობა შემოწირულობებითა და ფონდ „ივერიისას“ მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც საოპერო ბანმა და მეცენატმა პაატა ბურჭულაძემ დააარსა. ტაძრის საძირკველი 2011 წლის 12 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა. სავარაუდოდ, ტაძრის მშენებლობა 2015 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ამ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წლის იუბილეა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები