საზოგადოება

"პატრიარქის კადრების ამოჭრა ილია მეორესთან შეთნხმებით მოხდა"- მეუფე დიმიტრი

24.02.17 16:35


ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი და საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქის ამოჭრილ კადრებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კადრების გავრცელება პატრიარქთან შეთანხმებით მოხდა რადგან ილია მეორეს ჰქონდა ინფორმაცია რომ მამა გიორგი მამალაძემ სხვადასხვა ჩვენებები მისცა.

„იქვე, ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, პატრიარქიც ისმენდა, რომ ეს ფრაზა, ეს წინადადება უნდა მოკვეცილიყო იმიტომ, რომ მამა გიორგი დუმს და ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამე განცხადებებს არ აკეთებს. იქვე ვთქვით, რომ ის ვერსია, სადაც პატრიარქი ამბობს მამა გიორგის შესახებ ამას არ უნდა გავრცელებულიყო, რატომღაც ვიღაცამ, ერთერთმა გადაუგზავნა თავის ახლობელს, იმ ახლობელმა კი რომელიღაც ტელეკომპანიას და ასე გავრცელდა“- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები