საზოგადოება

თბილისი ქალაქი-ბიბლიოთეკა გახდება

24.02.17 16:55


თბილისის მერია ორი თვის განმავლობაში დედაქალაქში ახალ პროექტს — „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ — ჩაუშვებს, რომელიც ქუჩებში, პარკებსა და მეტროში ელექტრონული წიგნების ტელეფონებზე, პლანშეტებსა და სხვა მოწყობილობებზე სრულიად უფასოდ გადაწერის საშუალებას იძლევა.

ელექტრონული წიგნების ჩატვირთვა შესაძლებელი იქნება QR-კოდებით სპეციალური სტენდებიდან, რომლებიც მთელ თბილისში გამოჩნდება. ამისთვის საჭირო იქნება Saba Reader-ის აპლიკაციის გამოყენება.

პროექტის განხორციელება დაიწყო ქალაქის 50 ქუჩიდან, რომლებსაც ქართველი მწერლების სახელები ეწოდება. იქ განთავსდება ელექტრონული ბიბლიოთეკები ამ მწერლების ნაწარმოებებით.

„ეს იქნება ორიგინალური კონსტრუქციები, რომლებიც ქუჩის მანიშნებელთან ერთად, შეიცავს მწერლის ნაწარმოებების ჩამონათვალს და მათი ელექტრონული ვერსიების ჩამოსატვირთ QR კოდებს“, — აღნიშნეს მერიაში. ამის მერე ბიბლიოთეკები გაჩნდება 12 პარკში, შემდეგ უკვე — მეტროში. პროცესი აპრილში დასრულდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები