საზოგადოება

სითბო და წვიმიანი ამინდი - სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

29.04.16 2:15


გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების მანძილზე მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც AMBEBI.GE-ს სააგენტოდან აცნობეს, 28-30 აპრილს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში 29 აპრილს კი ზოგან ძლიერი წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

პირველ მაისს ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, დღისით ზოგან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა საქართველოში +17, +22° იქნება. 2 მაისს შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა +20, +25° იქნება.

წყარო : IPN /www.ambebi.ge/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები