საზოგადოება

თბილისში ნაქურდალი ტელეფონებით ვაჭრობა აღკვეთეს

24.02.17 18:30


პოლიციელებმა მოპარული 14 მობილური ტელეფონი და ერთი ფოტოაპარატი იპოვეს — ისინი სავაჭრო ცენტრთან „პასაჟი 2000“ იყიდებოდა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გავიდა, რაც ინფორმაცია მიიღო იმის თაობაზე, რომ სავაჭრო ცენტრთან მოპარული ტელეფონებით ვაჭრობდნენ. მათ დაკითხეს რვა ადამიანი, რომლებმაც, შედეგად, ნებაყოფლობით ჩააბარეს iPhone, Samsung, HTC, Nokia, Lenovo და Huawei-ს ბრენდების 14 ტელეფონი და Pentax-ის მარკის ფოტოაპარატი. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთით სარგებლობა, ნივთის შეძენა, ფლობა ან გასაღება“, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 180-დან 200 საათამდე, ან გამოსასწორებელი სამუშაოებით ერთ წლამდე ვადით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები