პოლიტიკა

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვევა

24.02.17 18:40


24-26 თებერვალს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვევა.

კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, დელეგაცია საქართველოს პარლამენტს 25 თებერვალს ესტუმრება.

დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და პიტერ როსკამი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან. კონგრესმენები შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთანაც გამართავენ.

კონგრესმენები ქართველ დეპუტატებთან საკანონმდებლო საქმიანობას, მიმდინარე საკითხებსა და გამოწვევებს განიხილავენ.

მაღალი რანგის სტუმრები, მეუღლეებთან ერთად, პარლამენტის თბილისის სასახლეს დაათვალიერებენ და შენობის ისტორიას გაეცნობიან.

დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები: პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა) შედიან.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები