პოლიტიკა

იან კელი: ილია მეორეს და საპატრიარქოს ზიანი არ უნდა მიადგეს

24.02.17 21:35


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს.

იან კელის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ირგვლივ ინფორმირებულია, მაგრამ დეტალები არ იცის.

ელჩი იმედოვნებს, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს. ელჩის დიდი სურვილია, რომ ზიანი არ მიადგეს ილია მეორეს და ზოგადად, არავინ დაზარალდეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

ის ბერლინში, პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები