პოლიტიკა

ლევან იზორიამ აშშ–ის კონგრესის დელეგაციას „კრწანისში“ უმასპინძლა

27.02.17 15:45


აშშ–ის კონგრესის დელეგაცია, რომელსაც კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ეწვია, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესისა და ამერიკულ მხესთან თავდაცვის სფეროში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოში სტუმრად მყოფმა ამერიკელმა კონგრესმენებმა შეხვედრები უკვე გამართეს საქართველოს პრემიერ–მინისტრს გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო უმცირესობების წევრებთან.

როგორც შეხვედრაზე მინისტრმა იზორიამ აღნიშნა, კონგრესმენებთან შეხვედრას ორი მნიშვნელოვანი – პოლიტიკური და სამხედრო კომპონენტი ჰქონდა. პოლიტიკური თვალსაზრისით საუბარია ქვეყნის თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის საკითხში მტკიცე მხარდაჭეა, სამხედრო კუთხით კი იგეგმება მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება, მათ შორის ერთობლივად საწვრთნელი ბაზის შექმნა.

„წელს ამ ორივე მიმართულებით, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით ისე სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, ჩვენ გვექნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა“, — განაცხადა ლევან იზორიამ.

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, აშშ-ისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე გერი კონოლი, პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი (ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები