საზოგადოება
27.02.17 15:55
მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს, 27 თებერვალს დაიკითხება. როგორც წიკლაურმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, მამალაძე დაკავების დღიდან გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, ის ჩვენებას მიცემაზე უარს ამბობდა.
„დაკავების შემდეგ, მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. გარდა დაკითხვისა, ბრალდებულს არაერთხელ მივმართეთ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად. მას 14 თებერვალს შეეთავაზა ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და ე.წ დნმ-ის ნიმუშები, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ, უკვე სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არაერთხელ შევთავაზეთ, თუმცა კვლავ უარი მივიღეთ. ბრალდებული ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, მაშინ, როცა ექიმმა მოგვცა თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრალდებულის და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოსდა ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, 24 თებერვალს, ბრალდებულს კვლავ შევხვდით ექსპერტიზისათვის ნიმუშების ასაღებად, რაც მისი ვალდებულება იყო, რომ მოეცა ნიმუშები. რაც შეეხება დაკითხვას, გ. მამალაძე დაიკითხება ორშაბათს, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა თქმა უნდა, კვლავ უარს არ იტყვის დაკითხვაზე”, – განაცხადა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24