პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა

27.02.17 16:15


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 27-28 თებერვალს, ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე და შეხვდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს დიდიე ბურქჰალტერსა და ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთანაც გამართავს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები