საზოგადოება

სამგორის სპეცოპერაციის დეტალები: დაკავებულია ხუთი ადამიანი

27.02.17 16:55


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი ადამიანის გატაცების მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის დააკავეს, აღნიშნუია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამგორის რაიონში სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და ადამიანის გატაცება აღკვეთეს. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია სამი ბოროტმოქმედი.

შსს–ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფულის გამოძალვის მიზნით 1974 წელს დაბადებული რ. ა. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ის ძალით ჩასვეს საკუთარ ავტომობილში და თბილისის ზღვის მიმართულებით წაიყვანეს. სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამნაშავეები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებულების ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო „ნაგანის“ ტიპის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ერთჯერადი ხელბორკილები, ნიღბები, ცივი იარაღი, თავზე ჩამოსაცმელი ტომარა, ღვედები, წებოვანი ლენტი და დაზარალებულისთვის წართმეული 5600 ლარი. გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები