საზოგადოება

ფოთის პორტი შტორმის გამო დაიხურა

27.02.17 17:30


ფოთის პორტი შტორმის გამო დაიხურა, რომელიც კვირას დილით დაიწყო, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ფოთის პორტის კაპიტანმა ვახტანგ თავბერიძემ.

შტორმის სიმძლავრე ოთხ ბალს აღწევს, აღნიშნა თავბერიძემ და დასძინა, რომ ფოთში ამინდის გაუარესებას 27 თებერვლიდან ელოდებიან.

„ფოთის პორდი დახურულია, არაფერი საგანგაშო არ ხდება. ეს ზამთრის პერიოდისთვის ჩვეულებრივი შემთხვევაა. ბათუმში შტორმი არაა, რამდენადაც კონცხი ქალაქს დასავლეთის ტალღებისგან იცავს. ხვალიდან შტორმს არ ველოდებით“, — განაცხადა თავბერიძემ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები