პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: დიდი ალბათობით, ჩვენ დავტოვებთ საკონსტიტუციო კომისიას

27.02.17 18:30


ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხდა.

გიორგი ახვლედიანი თვლის, რომ ქვეყანაში, სადაც არსებობს მერების და გამგებლების არჩევის უფლება, პრეზიდენტის არჩევითობა არ უნდა გაუქმდეს.

„პრეზიდენტს რომ გავუუქმოთ არჩევითობა, მე ეს გამართლებულად არ მიმაჩნია, ამ საკითხის ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, ყველაზე ლეგიტიმურად მერი დარჩება ქვეყანაში. პრეზიდენტს თუ წავართვით ყველაფრის უფლება, ხალხი იტყვის, რაღად გვინდა ისეთი პრეზიდენტი, თუ მას მედლის დაკიდების უფლებაც არ ექნებაო. „დემოკრატიული მოძრაობა“ ფიქრობს, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება უნდა გაეზარდოს, ეს თუ ასე არ მოხდა, დიდი ალბათობით, ჩვენ დავტოვებთ საკონსტიტუციო კომისიას“, -განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები