საზოგადოება

სენაკში რვა წლის მოზარდი გაუჩინარდა

27.02.17 19:10


უკვე მესამე დღეა, სენაკში ოჯახის წევრები, მეზობლები და სამართალდამცველები მოზარდს უშედეგოდ ეძებენ.

რვა წლის ბავშვი 24 თებერვალს შინიდან გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც დაკარგული მოზარდის მამა აცხადებს, ბავშვი ეზოში სათამაშოდ ჩავიდა, ნახევარ საათში კი იგი ეზოში აღარ დახვდათ.

ოჯახსა და სამართალდამცავებს მოზარდის ძებნაში მეზობლებიც ეხმარებიან, თუმცა ბავშვის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. როგორც ცნობილია, ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ოჯახის დასახმარებლად ბავშვი ჯართს აბარებდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები