საზოგადოება

საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა

27.02.17 19:35


საქართველოს მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპატრიარქოში 23 თებერვალს ჩატარდა ჩხრეკა და ამოიღეს იარაღი. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია ასევე უარყო ჟურნალისტებთან საუბარში ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გუშინ, 26 თებერვალს ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ 23 თებერვალს საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა და ამოიღეს საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი. “იმედის” ინფორმაციით, ეს ფაქტი შესაძლოა ციანიდის საქმის მნიშვნელოვანი დეტალი ან ახალი სკანდალი ყოფილიყო საპატრიარქოსთვის.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები