პოლიტიკა

იოჰანეს ჰანი - გილოცავთ, ეს არის დანაპირების შესრულება

27.02.17 19:45


ძალიან ბედნიერები ვართ, - ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ახალი რეგულაციის მინიჭების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ევროკომისრის თქმით, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

”ძალიან ბედნიერები ვართ, ახლა დარჩენილია ადმინისტრაციული საკითხები და უნდა ველოდოთ, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი რეალურად ამოქმედდება. გილოცავთ, ეს არის დანაპირების შესრულება, რომ თუ საქართველო ჩვენს ყველა მოთხოვნას შეასრულებდა, უვიზო რეჟიმსაც მიიღებდა. იმედი მაქვს, რომ ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობით უფრო მეტი მოქალაქე ისარგებლებს, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდები. ეს ახალი შესაძლებლობაა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის, ასე რომ, გამოიყენეთ ეს”, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, - ამასთან დაკავშირებით ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ხელი უნდა მოაწეროს მიღებულ რეგულაციას. ტექსტი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, - აღნიშნულია განცხადებაში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები