საზოგადოება

მამა დავით შარაშენიძე: ბეჭედი არ დაკარგულა, უბრალოდ გაუგებრობა მოხდა

27.02.17 21:45


საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, მამა დავით შარაშენიძის განცხადებით, არსებობს ორი ბეჭედი და ორივე თავის ადგილზეა.

”არსებობს ორი ბეჭედი, ერთ-ერთი მათგანი პატრიარქს ეკუთვნის, ხოლო მეორეს საპატრიარქოში უწმინდესის არ ყოფნის დროს, მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყენებს. ორივე ბეჭედი თავის ადგილზეა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ორი ბეჭედია, ერთი რომელიც უშუალოდ პატრიარქს აქვს მუდმივად და ამ ბეჭდით ხდება ქონებრივი საქმიანობის განხორციელება, გადარიცხვების და სხვა საქმიანობის შესრულება. არსებობს მეორე ბეჭედი, ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული მომსახურეობის ბეჭედი, როცა პატრიარქი ან არ იმყოფებოდა საქართველოში, ან საპატრიარქოს შენობაში. მის მიერ გამოყოფილი პიროვნება, რომელიც არის ნდობით აღჭურვილი პირი, ამ ბეჭედს გამოიყენებს, ოღონდ პატრიარქთან შეთანხმებით და არა პირადი გადაწყვეტილებით”, – განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ეს პირი შორენა თეთრუაშვილი, შარაშენიძემ უპასუხა, რომ შესაძლებელია იყოს შორენა თეთრუაშვილი ან სხვა ნდობით აღჭურვილი პირი.

მისი თქმით, ბეჭდის დაკარგვას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ მოხდა გაუგებრობა.

”გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ მეუფე გერასიმე დაინიშნა გერმანიის მიტროპოლიტად და ბეჭედი იქნა დასმული საქართველოში მაშინ, როდესაც მისი უწმინდესობა იმყოფებოდა ბერლინში. ეს მოხდა უწმინდესობასთან შეთანხმებით, მეუფე გერასიმე იმყოფებოდა გერმანიაში და უნდა შეხვედროდა ადგილობრივ მღვდელმსახურებს, მას უნდა ჰქონოდა შესაბამისი სტატუსი.

მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო მოხდა ეს”, – განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.

მისი თქმით, ”ფაქსიმილესა და ჩხრეკასთან დაკავშირებული აბსურდი არის ადამიანების მიზანმიმართული ქმედება, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბონ”.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები