საზოგადოება

ადვოკატი: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვისას რამდენიმე პირის ვინაობა დაასახელა

27.02.17 22:00


ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოთხსაათიანი დაკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგადაც დროებით, შესვენება გამოცხადდა.

ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის დროს რამდენიმე პირი დაასახელა, თუმცა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა, ვისზე იყო საუბარი.

”მამალაძის მიერ იყო რამდენიმე სახელსა და გვარზე საუბარი, თუმცა ვერ ვიტყვი, საჯაროდ გაჟღერდა თუ არა ეს გვარები”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, დაკითხვის პროცესში ბრალდების მხარემ შეკითხვები შორენა თეთრუაშვილზეც დასვა, თუმცა ფანცულაია არც მათ შინაარსს აკონკრეტებს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, დაკითხვა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს და გამოძიება ყველა იმ შეკითხვას სვამს, რაც დაცვის მხარის ინტერესებში შედის.

ბრალდებულის დაკითხვა რამდენიმე წუთის შემდეგ განახლდება. კანონის თანახმად, ის 8 საათზე მეტ ხანს ვერ გაგრძელდება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები