პოლიტიკა

ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის მესამე მოსმენით განსახილველად 1-ელ მარტს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

27.02.17 22:15


პრეზიდენტის განკარგულებით, 1-ელ მარტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი საკითხის განხილვა – რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ და უყრიან კენჭს.

პრეზიდენტის განკარგულება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

რიგგარეშე სხდომა 12.00 საათისთვის ჩაინიშნა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები