საზოგადოება

სახიფათო ნარჩენებს საფრანგეთში გააუვნებელყოფენ

29.04.16 2:30


ვადაგასული და გამოუყენებელ პესტიციდებს, სულ 208 ტონა, საქართველოდან საფრანგეთში მათი შემდგომი გაუვნებელყოფის მიზნით გაიტანენ, ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებაში.

ნარჩენების გადაზიდვა ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) ვადაგასული პესტიციდების ლიკვიდაციის პროექტის ფარგლებში.


პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა ვადაგასული პესტიციდების ინვენტარიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით და ვადაგასული პესტიციდების იდენტიფიცირება. გარდა ამისა, შეფასდა დაბინძურებული ტერიტორიები, გაიმართა ცნობიერების ამაღლების მართვის კამპანია პესტიციდების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით ფერმერებისათვის.

წყარო : საქართველო /www. sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები