ეკონომიკა

ბუნებრივი აირის ტარიფი ივლისამდე გადაიხედება

02.03.17 20:35


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების შესახებ გადაწყვეტილებას მაქსიმუმ 20 ივლისს მიიღებს, აღნიშნულია კომისიის ვებ-გვერდზე.

კომისიის ერთ-ერთმა წევრმა გოჩა შონიამ მანამდე ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა არ გამორიცხა და განაცხადა, რომ განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

განაცხადები ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის შესახებ კომისიაში შეიტანეს SOCAR Georgia Gas-მა და „საკორგაზმა“. საკითხის პირველი განხილვა 1 მარტს გაიმართა. მაშინ კომისიამ გადაწყვიტა, ყველა დაინტერესებული კომპანიისთვის ვადა 31 მარტამდე მიეცა, რომ მათ საკუთარი წინადადებების წარდგენა შეძლონ.

კომპანიები SOCAR Georgia Gas-ი და „საკორგაზი“ საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებითა და განაწილებით არიან დაკავებული. ქვეყნის ძირითად ნაწილს ბუნებრივი აირით ისინი უზრუნველყოფენ.

გარდა ამისა, ამ კვირაში განაცხადი ტარიფის გადახედვის თაობაზე შეიტანა გაზგამანაწილებელმა კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“. „ყაზტრანსგაზმა“ კომისიაში განაცხადი შემოიტანა, თუმცა, საჯარო ადმინისტრაციული განხილვა ჯერ არ დაწყებულა. მიმდინარეობს შესწავლა, თუ რამდენად სრულფასოვნად წარმოადგინეს დოკუმენტაცია“, — განაცხადა კომისიის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

მარეგულირებელ კომისიას დოკუმენტაციის შესწავლისა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის 150 დღე აქვს. ამჟამად თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 45,62 თეთრს შეადგენს, ხოლო რეგიონებში — 40-დან 50 თეთრამდე. მიმდინარე კურსია: 1 აშშ დოლარი — 2,63 ლარი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები