საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობა 13 წლის განმავლობაში 15%-ით შემცირდა

29.04.16 2:45


„საქსტატმა“ მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღრიცხვის შედეგები გამოაქვეყნა — ქვეყანაში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც 2002 წლის აღწერის შედეგებზე 15%-ით ნაკლებია.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდა. კვლევის დროს დაფიქსირდა ოჯახების შემადგენლობა და მათი დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება, საქმიანობა, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა.


მოსახლეობის 2014 წლის აღწერის თანახმად 3 713 804 ადამიანი დაფიქსირდა… აღწერა მოხდა იმ ადამიანების, რომლებიც, 2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ერთ წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ ან საქართველოში წელიწადზე მეტი ხნით დარჩენას აპირებდნენ. დაითვალა მხოლოდ ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობა და არა რეგისტრირებული“, — განაცხადა „საქსტატის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღწერის მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობს საქართველოს 3 224 600 მოქალაქე, 233 ათასი — აზერბაიჯანის, 168,1 ათასი — სომხეთის, 26,5 ათასი რუსეთის მოქალაქე, არიან ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც. კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა 600-მა ადამიანმა, ეროვნება არ აღინიშნა 500 შემთხვევაში.

ქალაქებში ცხოვრობს 2 122 623 ადამიანი, რაც წინა მაჩვენებელზე 2,3%-ით მეტია, ხოლო სოფლად 1 591 181 ადამიანი ცხოვრობს.

აღწერა, გარდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www. sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები