ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2017 წელს ლარის წლიური კურსი 2.34 იქნება

07.03.17 18:30


“ჩვენ თუ გავითვალისწინებთ სავალუტო ფონდის პროგნოზს, 2017 წლის წლიური კურსი შესაძლოა, დადგეს 2,34-მდე”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

​მიხეილ დუნდუას ინფორმაციით, სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის მისაღები უნდა იყოს. მიხეილ დუნდუა სავალუტო ფონდის წინა წლების პროგნოზზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცდომილება პროგნოზსა და რეალურ მონაცემებს შორის 2 პროცენტში მერყეობს.

„სავალუტო ფონდი სისტემატურად აქვეყნებს პროგნოზს, წინა წლების პროგნოზში ცდომილება მხოლოდ 2 პროცენტი იყო. თუ გავითვალისწინებთ სავალუტო ფონდის მიერ დაანონსებულ ციფრებს, ეროვნული ვალუტის წლიური კურსი 2017 წელს უნდა იყოს 2,34, თუმცა ამისთვის საჭიროა მოხდეს ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რასაც ფონდი გვთავაზობს.

ამასთანავე, ხელი უნდა შეეწყოს მეწარმეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას”, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები