ეკონომიკა

ბაქო–თბილისი–ყარსის მაგისტრალზე პირველი ორთქლმავლები ივნისში გაივლიან

08.03.17 16:20


ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ თურქეთის ტრანსპორტის, ნაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრზე აჰმედ არსლანზე დაყრდნობით.

„ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულებას ორ თვეში ვგეგმავთ. ამდენივე დრო ტესტირების პროცესს დაეთმობა. ივნისში ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე ორთქლმავლების გაშვებაა დაგეგმილი“, — განუცხადა არსლანმა სააგენტო „ანადოლუს“.

მისი თქმით, არახელსაყრელი ამინდის გამო პროექტის რეალიზაციის ტემპები შენელდა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა არა მარტო თურქეთისთვის აქვს, არამედ ჩინეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოსათვის, რადგან მისი რეალიზაციის წყალობით რეგიონიდან ევროპის მიმართულებით ტვირთგადაზიდვების საკითხის მოგვარების შესაძლებლობა გაჩნდება. უწყების მეთაურის თქმით, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვების გამოცოცხლებასაც შეუწყობს ხელს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები