პოლიტიკა

"ვლოცულობ ილია მეორის ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს"- კელი

09.03.17 15:30


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენებს გამოეხმაურა.

"მე პირადად ვლოცულობ ილია მეორის ჯანმრთელობისთვის და ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს"- თქვა კელიმ და იქვე აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.

„საქართველოს პატრიარქი ილია მეორე წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ფიგურას.

რასაკვირველია, პირველ რიგში, ერის გამაერთიანებლის როლს თამაშობს, ის ტოლერანტობის და სათნოების მაგალითია. მე პირადად ვლოცულობ მისი ჯანმრთელობისთვის, ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს“, - განაცახადა იან კელიმ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები