პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

09.03.17 16:20


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოში მხარდაჭერილ პროექტებს და მიმდინარე რეფორმებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისათვის და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარებისათვის.

სტუმრების ძირითადი ინტერესის სფეროს წარმოადგნდა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმები და პარლამენტის როლი აღნიშნული რეფორმების განხორციელების პროცესში. ასევე, სტუმრები დაინტერესდნენ დამატებით რა მიმართულებით არის შესაძლებელი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დახმარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.

ირაკლი სესიაშვილმა ხაზი გაუსვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში დასაქმებული კადრების შემდგომი განათლებისა და გადამზადების აუცილებლობას და აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ირაკლი სესიაშვილმა სტუმრებს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ნატო-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა განუმარტა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ყველაზე ეფექტური საშუალებაა რუსეთიდან მომავალი საფრთხის პრევენციისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შემდგომი განმტკიცებისათვის.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, ირაკლი სესიაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები