პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: მზად ვარ, „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შევხვდე

02.06.16 19:05


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელში" სტუმრობის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის, „რუსთავი2"-ის ჟურნალისტებს შეხვდეს.

„მე მზად ვარ, შევხვდე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, „რუსთავი2"-ს და ასევე „ტაბულას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, თუ ამ ტელეკომპანიების მხრიდან იქნება შესაბამისი სურვილი, იგი მივა „რუსთავი2"-შიც, მხოლოდ იმ პირობით, რომ მის ბოლო წერილში დასმულ საკითხებზე საუბრის საშუალება მიეცემა, ამის შემდეგ კი მზად არის, მათ კრიტიკულ შეკითხვებს უპასუხოს.


წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები