ეკონომიკა

ნოდარ ებანოიძე: ტურისტთა რაოდენობაც საკმაოდ გაიზარდა და უცხოური ვალუტის შემოდინებაც

10.03.17 18:30


ტურისტთა რაოდენობაც საკმაოდ გაიზარდა და უცხოური ვალუტის შემოდინებაც, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა ნოდარ ებანოიძემ განაცხადა.

ებანოიძე წინა წლებთან პარალელებს ავლებს და აცხადებს, რომ ლართან მიმართებაში, დადებითი დინამიკა შეინიშნება. ეკონომისტი თვლის, რომ ეროვნული ვალუტის დასტაბილურება შესამჩნევია.

„თვიური ეკონომიკის ზრდის კარგი პარამეტრები გვაქვს და ეკონომიკა, წინა წლებთან შედარებით, პროგრესს განიცდის. გაზრდილია წელს ტურიზმის რაოდენობა, ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმამ გაამართლა და ვთვლი, რომ წარმატებით ხორციელდება. გაიზარდა უცხოური ვალუტის შემოდინების ტენდენცია. საგარეო წყაროებიდან მოზიდული სახსრები დადებითად აისახება ეკონომიკაზე, ასევე, კარგად იმოქმედა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებამ. ჩანს მთავრობის მონდომება, რომ მოზიდული იყოს უცხოური სახსრები“, – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები