პოლიტიკა

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირმა გადადო

03.06.16 14:30


ევროკავშირმა გადადო საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო რეიტერზე დაყრდნობით.

სააგენტოს მონაცემებით, ოთხშაბათს ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციები განიხილავდნენ აღნიშნულ საკითხს, მაგრამ გადადეს მისი საბოლოო გადაწყვეტა. იტყობინებიან, რომ ამ გადაწყვეტილების წინაღმდეგ გერმანიისა და საფრანგეთის დელეგაციები გამოვიდნენ.


ევროპელი დიპლომატები დაუბრუნდებიან საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს მომავალ კვირას, მანამ სანამ მოლაპარაკებებს დაიწყებენ უკრაინაზე, რომლის საკითხის გადაწყვეტა უფრო რთულია.

ევროკომისიამ 2015 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ უკრაინა და საქარტველომ ყველა პირობა შეასრულეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის. იანვრის შუა რიცხვებში, ევროპელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი რ არის მზად უკრაინის მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმებისათვის, ვინაიდან უკრაინა არასაკმარისად ეფექტურად ებრძვის კორუფციას.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები