ეკონომიკა

სესხების ერთჯერადი გალარების პროგრამა დღეს სრულდება

17.03.17 18:35


"45 ათასმა ადამიანმა გაალარა სესხი და ჯამში 60 000 000 დოლარის გალარება მოხდა. ჩვენ ძალიან მოვინდომეთ და ეს არ არის მცირე რაოდენობა. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ოჯახებს, რომლებმაც მიიღეს ამ პროცესსში მონაწილეობა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„საქართველოს ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ "პირველს" განუცხადა, რომ საბოლოო შედეგებზე ორშაბათს "პირველ პრესკლუბში" დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე განაცხადებს.


სესხების გალარების პროგრამის პოტენციურ ბენეფიციართა რაოდენობა სულ 25 000-მდე მსესხებელი იყო, რომლებიც აკმაყოფილებდნენ სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნებს.


გალარება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ლარიზაციის პროგრამის ერთ-ერთი ეტაპია. ის მიზნად ისახავს, მომხმარებლებს შეუმსუბუქდეს სესხის მომსახურების ტვირთი, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები