ეკონომიკა

„ინტერ რაომ“ „მტკვარი ენერგეტიკის“ 100%-იანი წილი გაყიდა

03.06.16 14:50


„ინტერ რაოს“ ჯგუფმა დაასრულა შპს „მტკვარი ენერგეტიკას“ აქციების 100%-ის მფლობელი სტრუქტურის გაყიდვის პროცედურა. მყიდველი საერთაშორისო ინვესტორთა კონსორციუმია, იტყობინება რუსული ენერგოკომპანია.

თბოელექტროსადგური „მტკვარი“ გარდაბნის მახლობლად თბილისიდან 40 კმ-ში მდებარეობს და ორი ენერგობლოკისაგან შედგება. ენერგობლოკები 1990-იან წლებში აშენდა და თითოეულის დადგმული სიმძლავრე 300მვტ-ია.

თბოელექტროსადგური ძირითად საწვავად გაზს იყენებს.

„ჯგუფი „ინტერ რაო“ 2020 წლამდე კომპანიის განვითარების სტრატეგიის თანახმად, ბიზნესის განვითარებით ძირითადად რუსეთის ფედერაციაშია დაინტერესებული. ამასთან ჩვენ განვაგრძობთ საქართველოში აქტიურ მუშაობას, როგორც ჰიდროგენერაციის, ასევე ელექტროენერგიის განაწილებისა და გასაღების სეგმენტში“, — განაცხადა „ინტერ რაოს“ სტრატეგიებისა და ინვესტიციების ბლოკის ხელმძღვანელმა ილნარ მირსიაპოვმა.


მარტის ბოლოს „ინტერ რაოსთან“ დაახლოებულმა წყარომ განაცხადა საქართველოში „ინტერ რაოს“ აქტივების ნაწილის შესაძლო გაყიდვების შესახებ. მისი ინფორმაციით საუბარი იყო საწარმო „მტკვარი ენერგეტიკაზე“, უფრო სწორად მის გენერირებად აქტივებზე — თბილისის თბოელექტროსადგურის ორ ბლოკზე ჯამური სიმძლავრით 600 მვტ.

მაშინ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოების ფაქტი და განაცხადა რომ მათ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ GIG აწარმოებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები