საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი შენდება

17.03.17 19:15


ტერმინალის მშენებლობის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო.

გიორგი გახარიამ მშენებარე ტერმინალი მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილთან, ასევე "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების,“სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „საქაერონავიგაციისა“ და „ტავ ურბან ჯორჯიას“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

მოფრენის ახალ ტერმინალს კომპანია კერძო კომპანია აშენებს, რისთვისაც 33 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო.

ტერმინალის მშენებლობაზე ამჟამად 500 ადამიანია დასაქმებული. მოფრენის ახალი ტერმინალის დასრულება 2017 წლის სექტემბერში იგეგმება, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, შესაძლოა მშენებლობა უფრო ადრე - 2017 წლის ივნისში დასრულდეს.


"ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება და აეროპორტი - ეს არის ჩვენს ქვეყანასთან ტურისტის პირველი შეხება. აქ სერვისების ხარისხს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჭირო გახდა დამატებითი ტერმინალის აშენება, რაც 12 000 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება. აქ გადმოვა ტექნოლოგიების გარკვეული ნაწილი და ვფიქრობ, ჩამოსულ მგზავრებს ბევრად უფრო მაღალი დონის სერვისს მივაწოდებთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში ექნება ჩასხდომის 5 ხიდი და 6 „Bus Gate“. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ორივე ტერმინალი წელიწადში 3,5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები