საზოგადოება

ბათუმში ავტომობილის დაჯახების შედეგად მამაკაცი დაიღუპა

17.03.17 19:50


ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომობილმა 50 წლის მამაკაცი გაიტანა, რომელიც გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციის მონაცემებით, შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დაკავებული არ არის, რადგან აუცილებელია შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა მან გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა", რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები