საზოგადოება

ილია მეორე: უფალი ადამიანს აძლევს ჯვარს მისი ძალის მიხედვით

20.03.17 15:30


შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ჯვარი ჩვენი – ის ჯვარი, რომელსაც ჩვენ ბოლომდე მივიტანთ, ის ჯვარი რომელიც მსუბუქ არს ჩვენთვის, ის ჯვარი, რომელიც ღვთის ნებით იქნება მოცემული ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს.

“უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: ვისაც უნდა შემოდგომა ჩემდა, უარყე თავი შენი, აიღე ჯვარი შენი და შემომიდექ მე. რა ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც უარყოფს თავსა თვისსა და აიღებს ჯვარსა თავისასა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი სხვის ჯვარს იღებს – რამდენად მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მეტად მძიმეა სხვისი ჯვარი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

ამასთან, როგორც ილია მეორემ აღნიშნა, რომ 25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავი აღინიშნება. 25 მარტს საზეიმო წირვა-ლოცვა შესრულდება, რომელსაც თავად პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები