საზოგადოება

79 წლის ასაკში მომღერალი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა

20.03.17 15:40


"ქართული ხმების" ბანი, ანსამბლის დამფუძნებელი წევრი მომღერალი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში იყო ანსამბლ "ქართული ხმების", შემდეგ უკვე ანსამბლ "დიელოს" წევრი. 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში. 2014 წელს მას მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ის იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

2016 წლის 21 სექტემბერს, მომღერლის დაბადების დღეს, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები