საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება - უახლოესო დღეების პროგნოზი

20.03.17 16:40


გარემოს ეროვნული საგენტოს ცნობით დღეს, 20 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება. უამინდობა შენარჩუნდება გვიან ღამემდე.

ხვალ, 21 მარტს შედარებით გამოიდარებს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოშიც აცივდება. ჰაერის ტემპერატურა +8, +13 გრადუსი იქნება.

22 - 26 მარტს მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები