საზოგადოება

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 9 პირს ბათუმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

20.03.17 17:10


ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ 9 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება წუხელ მიიღო, რასაც დაკავებულთა ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

ისინი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. ყველა ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 8 მაისს უკვე ერთად გაიმართება. საქმეზე სულ 15 ადამიანია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 353-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები