ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს დღეს აქვს შესაძლებლობა, რომ იყოს როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში ერთ-ერთი წარჩინებული ქვეყანა

20.03.17 18:15


საქართველო არის ქვეყანა, სადაც ინვესტიციების განხორციელება სასურველია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესფორუმზე - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა., რომელიც კომპანიის Business Information Agency ორგანიზებით გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, თავის გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ბიზნესფორუმის ჩატარების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ეს არის კარგი პლატფორმა, რათა საქართველო წარმოჩინდეს, როგორც ქვეყანა, სადაც ინვესტიციების განხორციელება არის სასურველი.

მისი განცხადებით, ფორუმი კარგი საშუალებაა, რათა გაჟღერდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ძალიან მარტივია ბიზნესის დაწყება და კეთება.

„ქვეყანა, სადაც თქვენ გაქვთ მთავრობის ყველანაირი მხარდაჭერა და შექმნილია ბიზნესგარემო, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ძალიან სწრაფად და მარტივად დაიწყოთ თქვენი ბიზნესი; ეს არის ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად გამოიარა 2014 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე რეგიონში არსებული კრიზისი და უკვე დღეს აქვს შესაძლებლობა, საკმაოდ გამართული შეხვდეს მომდევნო 3-4 წელიწადს იმისათვის, რომ როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი წარჩინებული ქვეყანა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები