ეკონომიკა

საქართველოში ფულადი გადმორიცხვები გაიზარდა

20.03.17 19:00


ელექტრონული სისტემების მეშვეობით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ თებერვლის თვეში 94,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12,1%-ით მეტია ამა წლის იანვრის თვის მონაცემზე და 17,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.

საქართველოში გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. თებერვალში ამ ქვეყნიდან 30,3 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

მეორე ადგილზეა აშშ, საიდანაც საქართველოში 10,2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მას მოსდევს საბერძნეთი (10,1 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9,9 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (7,6 მლნ აშშ დოლარი), ისრაელი (7,6 მლნ აშშ დოლარი).

საქართველოდან საზღვარგარეთ თებერვალში გადარიცხეს 14,6 მლნ აშშ დოლარი, რაც გასული წლის თებერვლის მონაცემზე 7%-ით ნაკლებია. სულ ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ პირველ ორ თვეში 178 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 21,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები