საზოგადოება

„სტარტაპ საქართველო“ 29 მარტს ღია კარის დღეს აწყობს

21.03.17 16:50


„სტარტაპ საქართველო“ 29 მარტს ღია კარის დღეს აწყობს. როგორც ”კვირას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ღია კარის დღე 18:00 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება, რომელზეც პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს გააცნობენ და დასმულ შეკითხვებს უპასუხებენ.

როგორც საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონსულტაციების მიღება ასევე, შესაძლებელია სტარტაპერებისგან, რომლებმაც უკვე გაიმარჯვეს “სტარტაპ საქართველოს” კონკურსში.

ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთათვის თბილისის მერიამ ავტობუსი გამოყო, რომელიც უზრუნველყოფს ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით: თბილისი-ოქროყანა, ოქროყანა-თბილისი. ავტობუსი 16:30 საათიდან 9 აპრილის პარკის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩის დასაწყისში გაჩერდება (ავტობუსი ოქროყანის მიმართულებით გავა 17:00 საათზე).

„სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნესპროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები