საზოგადოება

გერგეტის სამებისკენ ახალ გზას დააგებენ

21.03.17 18:05


უახლოეს მომავალში სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5,66-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყება.

გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას, აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის დეტალური პროექტი უკვე მზადაა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები განახლებული და კომფორტული გზით მოძრაობას შეძლებენ, აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგის რაიონში ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ნათქვამია განცხადებაში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები