ეკონომიკა

თბილისში ორსულ ქალს გულზე უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა

21.03.17 19:00


ქართველმა ექიმებმა 16 მარტს თბილისში გულის უნიკალური ოპერაცია გაუკეთეს პაციენტს, რომელიც რვა თვის ორსული იყო.

ქალმა ექიმს ჟანგბადის უკმარისობისა და გულის არეში ტკივილის ჩივილებით მიმართა.

ექიმებმა დიაგნოზი სწრაფად დასვეს — აორტის ანევრიზმა. საათნახევარში ექიმების გუნდი, რომელიც მეან-გინეკოლოგებისა და კარდიოქირურგებისგან შედგებოდა, კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის საქართველო-ისრაელის ცენტრში "ჰელსიკორი" ოპერაციას შეუდგა.

"პირველად საქართველოში — უნიკალური შემთხვევა ქართულ სამედიცინო ისტორიაში!

"ღუდუშაურის" კლინიკის მეან-გინეკოლოგებმა ოპერატიულად და წარმატებით დაასრულეს საკეისრო კვეთის ოპერაცია, უმოკლეს დროში მოხდა ბავშვის უვნებლად ამოყვანა, რის შემდეგაც საქმეში "ჰელსიკორის" კარდიოქირურგები ჩაერთნენ. პაციენტს ურთულესი კარდიოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 11 საათს გრძელდებოდა", — ნათქვამია სამედიცინო ცენტრის განცხადებაში.

როგორც ცენტრში აცხადებენ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და დედაცა და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები