ეკონომიკა

თბილისის მერი: ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება

22.03.17 16:05


თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი არ გაიზრდება, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მარტის თვის დასაწყისში კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს მგზავრების მომსახურებას, იმ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის 10 თეთრით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თბილისში მოკლე მანძილზე გადაადგილდებიან. ოპოზიცია შიშობს, რომ კომპანია ტარიფის გაზრდას ყველა მიკროავტობუსზე გაზრდის.

„ახლო მომავალში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება კერძო, ყვითელ ავტობუსებს, ფასის ზრდას აქაც არ ველოდებით.

რამდენადაც აღნიშნული სფერო რეგულირებადია, კომპანიას ტარიფის ზრდა მუნიციპალიტეტთან შეუთანხმებლად არ შეუძლია და დღეს არსებული ტარიფი, მინიმუმ მომდევნო სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება“, — განაცხადა ნარმანიამ.

თბილისში ამჟამად მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრი ღირს, მოკლე მარშრუტებზე — 40-50 თეთრი. 2011 წლიდან აღნიშნული ტარიფი არ შეცვლილა. რაც შეეხება მეტროსა და ავტობუსებს, ამ ტრანსპორტით გადაადგილების საფასური 50 თეთრია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები