საზოგადოება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების დაკითხვას ითხოვენ

22.03.17 17:50


დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების დაკითხვას ითხოვენ. დაცვის მხარე შესაბამისი შუამდგომლობით მოსამართლეს დღეს მიმართავს.

მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ადვოკატის განცხადებით, პროცედურა გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითვალისწინებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 აპრილს არის დანიშნული.

„მოწმე ირაკლი მამალაძეს ჰყავს დასახელებული წმინდა სინოდის წევრები თავის ჩვენებებში და შესაბმისად, ჩვენ როგორც მხარეს გვიჩნდება ადეკვატური კითხვები ამ საქმესთან დაკავშრებით, თუ რა ინფორმაცია გააჩნიათ მათ და რასთან არის დაკავშრებული, მათი დაკითხვისთვის შესაძლებელია, რომ მივამართოთ სასამართლოს და შესაბამისად სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოვახდინოთ წმინდა სინოდის წევრების დაკითხვა, თუ დააკმაყოფილებენ ჩვენს შუამდგომლობას“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები