საზოგადოება

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

22.03.17 18:10


მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. თვითმხილველის თქმით, დედა და მისი 11 წლის გოგონა გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც მათ BMW-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის გამო აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, საქმეში ორი ავტომანქანა ფიგურირებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა", რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები