საზოგადოება
22.03.17 19:55
”იაზროვნეთ არასტანდარტულად, ყოველთვის იფიქრეთ, რომ არ აირჩიოთ ჩვეულებრივი გზა”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016-2017 წლების ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა გამომგონებლებს, რომლებსაც დღეს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გამარჯვებული გუნდის – Smart Kids-ის წევრები სენაკელი, მე-8კლასელი მოსწავლეები არიან, ხოლო მათი პროექტის სახელწოდებაა – „გეოლოგიური საფრთხეები“.
ინოვაციური პროექტი წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის, რომელიც განსაკუთრებული სიზუსტით, საიმედოობითა და სტაბილურობით გამოირჩევა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვების შედეგად, გუნდი 2017 წლის 1-5 მაისს მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს (NASA) უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.
პრემიერმა ახალგაზრდა გამომგონებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგიური პარკი ნიჭიერ ახალგაზრდებს მსგავსი ინოვაციური იდეების ხორცშესხმაში ხელს შეუწყობს.
“ინოვაციების ცენტრის სიმბოლო არის საფრენი აპარატი ფილმ “შერეკილებიდან” და იმიტომ, რომ თუ ადამიანმა არასტანდარტულად არ იაზროვნე და ინოვაციურად არ იფიქრე, დიდ შედეგს ვერ მიაღწევ. იქნები წარმატებული, მაგრამ ვერ იქნები ძალიან წარმატებული. ძალიან წარმატებულები რომ ვიყოთ, არაორდინარულად უნდა ვიაზროვნოთ. ეს არის მთავარი ხაზი, რასაც ეს ცენტრი ემსახურება”, – მიმართა პრემიერმა ახალგაზრდა გამომგონებლებს.
გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და ესაუბრა ახალგაზრდა ინოვატორებს, რომლებიც ტექნოპარკში სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიური პარკები ყველა ქალაქში გაიხსნება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში არსებული პოტენციალის ათვისებას.
“ყველგან მივცემთ საშუალებას ახალგაზრდებს, გახდნენ დამსაქმებლები და შექმნან საკუთარი, ინოვაციასა და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესი. ტექნოლოგიური პარკის სიმბოლო გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომლითაც უნდა იყოს გამსჭვალული თითოეული ახალგაზრდა, რომელიც ამ ცენტრში შემოაბიჯებს – იაზროვნოს არაორდინარულად, განსხვავებულად და შექმნას პრობლემების გადაწყვეტის ისეთი გზები, რომელიც ახალ ბიზნესს მისცემს მიმართულებას. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით შევასრულებთ”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, ისაუბრა დამწყები ბიზნესის – “სტარტაპის” დაფინანსების ფონდის შესახებ, რომელმაც უკვე 60-ზე მეტი ახალი წინადადება დააფინანსა და ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.
“ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. პირველი დაფინანსების ციკლი შედგა საერთაშორისო საბჭოს განხილვის შედეგად, რომლის ფარგლებშიც, თბილისში მოწვეული გვყავდა “სილიკონ ველიდან”, კალიფორნიიდან, წამყვანი დირექტორები და კომპანიების მმართველები, რომლებმაც ტრენინგი ჩაუტარეს ადგილობრივ დამწყებ მეწარმეებს. შემდგომ ეტაპებზეც აუცილებლად გვექნება საერთაშორისო ჩართულობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი მოქალაქეები აღვზარდოთ ამ სულისკვეთებით”,- აღნიშნა პრემიერმა.
ახალგაზრდებმა გიორგი კვირიკაშვილს ტექნოლოგიური პარკის გახსნისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ცენტრი მათ ინოვაციური იდეების ხორცშესხმაში დაეხმარება.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24