პოლიტიკა
22.03.17 20:50
საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დადგეს საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა ბოლო დროს, მხოლოდ „რუსთავი 2“-ის საქმის ირგვლივ არის „მობილიზებული“.
„ბოლო დღეებში რუსეთის ფედერაციამ განახორციელა რამდენიმე მტრული ნაბიჯი.
მილიტარისტული ნაბიჯები გადაიდგა ოკუპირებულ რეგიონებში და შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია, იმისათვის რომ დევნილთა დაბრუნების საკითხი დამდგარიყო საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში. პრემიერ-მინისტრს არ აღმოაჩნდა დრო, რომ ჩასულიყო რომელიმე მნიშვნელოვან დედაქალაქში მაინც და არ დაურეკავს არც ერთ მსოფლიო ლიდერთან, რომ მომხდარიყო ყურადღების მობილიზება ამ საკითხების ირგვლივ. ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, მათ ისაუბრეს უკრაინაზე და არაფერი უთქვამთ საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ამისათვის არაფერი გაუკეთებია საქართველოს მთავრობას, მას ამისათვის არ ჰქონდა დრო.
სამაგიეროდ საქართველოს მთავრობას ჰქონდა დრო, იმისათვის, რომ როდესაც სტრასბურგის სასამართლოში იმართებოდა „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა და სტრასბურგმა ნაკუწებად აქცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, იქ სწრაფად მიევლინა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მართლა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამაგიეროდ, საქართველოს მთავრობას ჰქონდა დრო, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად დოკუმენტები გაეყალბებინა, რადგან არ აღმოჩენილიყო თითქოს ორ დღეში განიხილა დიდმა პალატამ საქმე. სამაგიეროდ, საქართველოს მთავრობას აღმოაჩნდა დრო, თბილისის მერთან ერთად, რომ მილიონი ლარი გადაერიციხა მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24
-
14:1016.04.24
-
13:4016.04.24
-
12:5516.04.24
-
12:1416.04.24
-
11:4516.04.24
-
მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა
11:2016.04.24
-
11:0016.04.24
-
10:3916.04.24
-
10:0016.04.24
-
ლოზუნგით - „არა რუსულ კანონს" აქცია ოზურგეთშიც გაიმართა
18:0015.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
17:3215.04.24
-
16:5715.04.24
-
16:2415.04.24
-
16:0015.04.24
-
15:1815.04.24
-
ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“
14:5615.04.24