პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

22.03.17 21:20


საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2017 წლის 23 მარტს 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:

1. შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო
მომხსენებელი: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი
თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

2. საქართველო-ნატო:

2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები

2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი
მომხსენებელი: დავით დონდუა
თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დათუნა რაქვიაშვილი

3. რეფორმები თავდაცვის სამინისტროში
მომხსენებელი: ლევან იზორია
თანამომხსენებელი: ვლადიმერ ჩაჩიბაია

4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“
მომხსენებელი: დათუნა რაქვიაშვილი

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები