პოლიტიკა

ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება – „სერიოზული გეგმები გვაქვს ფოთთან დაკავშირებით“

22.03.17 22:00


ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, მალთაყვის საკურორტო ზონაში ტურიზმის განვითარებას.

“ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო მიმართულება. ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს ფოთთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული ქალაქი, რომლის პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პროექტის ღირებულება 18 500 000 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადამიანი. პროექტი 2018 წელს დასრულდება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები