საზოგადოება

საბაგიროთი მგზავრობის ფასი 2 ლარამდე იზრდება? - რას აცხადებენ მერიაში

22.03.17 22:10


თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საბაგიროების ფასის ცვლილების ინიციატივით საკრებულოს მიმართეს.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საბაგიროთი მგზავრობის ფასის 2 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

„საბაგიეროებით სარგებლობა 1 ლარი ღირს, ეს როცა თვითღირებულება 1.95 ლარია. მერიას საბაგიროების შენახვა დაახლოებით 1 700 000 ლარზე მეტი უჯდება სწორედ იმიტომ, რომ ეს შეღავათებია დაწესებული. არ არის მიზანშეწონილი დავაფინანსოთ უცხოელი ტურისტების, თუნდაც საქართველოს მოქალაქეების ტურისტულ-გასართობი ღონისძიებები. საბაგიროთი მგზავრების 80% უცხოელი ტურისტია და რა გამოდის 1 700 000 ლარს უცხოელი ტურისტების კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაში ვხარჯავთ?! ამის გარდა მოგეხსებენათ, რომ მერია სხვადასხვა უფასო და შეღავათიან მგზავრობებს ყოველწლიურად აფინანსებს 60 000 000 ლარით”, - განუცხადეს „ნიუპოსტს“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

უწყების ცნობით, თუ საფასური 2 ლარამდე გაიზრდება „საბაგირო თავის თავს შეინახავს“.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები